g100.ge

ირანის პარლამენტის სპიკერი - ბულინგისა და გამოძალვის ეპოქა დასრულდა - ჩვენ არ ვნებდებით

ირანის პარლამენტის სპიკერი - ბულინგისა და გამოძალვის ეპოქა დასრულდა - ჩვენ არ ვნებდებით

ბულინგისა და გამოძალვის ეპოქა დასრულდა. ეს არსად მიგვიყვანს. ჩვენ არ ვნებდებით, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს არღვევს.

„აშშ-ს მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძირითადი დარღვევები: ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ გატარებული ცვლილებების დარღვევა, შემდგომი დარტყმების მუდმივი მუქარა, ნავთობთან დაკავშირებული სანქციების ხელახლა ამოქმედება, თავდასხმები სამხრეთ ირანზე, ლიბანზე სიონისტური აგრესიის გაგრძელება. ბულინგისა და გამოძალვის ეპოქა დასრულდა. ეს არსად მიგვიყვანს. ჩვენ არ ვნებდებით“, - წერს ირანის პარლამენტის სპიკერი.

შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის მასშტაბით ათობით სამიზნეს დაარტყა და ირანულ ნავთობზე სანქციები განაახლა. აშშ-ში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯები ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მოძრავ სავაჭრო გემებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ გადადგეს.

უახლესი სტატიები