g100.ge

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ირანზე დარტყმების ახალი ტალღის საპასუხოდ, ქუვეითსა და ბაჰრეინში ამერიკულ ბაზებს შეუტიეს

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ირანზე დარტყმების ახალი ტალღის საპასუხოდ, ქუვეითსა და ბაჰრეინში ამერიკულ ბაზებს შეუტიეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების ახალი ტალღის საპასუხოდ, ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს შეუტიეს. გუშაგთა კორპუსის განცხადებას ირანის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით „სიენენი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზღვაო და საჰაერო ძალებმა, მათ აშშ-ის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზე დრონებითა და რაკეტებით ერთობლივი შეტევა განახორციელეს.

სამიზნეებს შორის იყო ქუვეითში მდებარე „არიფჯანისა“ და „ალი ალ-სალემის“ საჰაერო ბაზები, ასევე ბაჰრეინში „შეიხ ისას“ საჰაერო ბაზა და ჯუფაირი. ჯუფაირში მდებარეობს აშშ-ის საზღვაო ძალების მთავარი ბაზა სპარსეთის ყურეში, სადაც აშშ-ის მეხუთე ფლოტია განთავსებული.

ირანში აცხადებენ, რომ დარტყმები პასუხი იყო აშშ-ის თავდასხმებზე ირანის სამხრეთ სანაპირო პროვინციებსა და აღმოსავლეთ ირანში მდებარე ორ ხიდზე. აშშ-ის ცენტრალურმა თავდაცვამ, თავის მხრივ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ 90 სამხედრო სამიზნეს

უახლესი სტატიები