g100.ge

კაპადოკიის მარათონმა („Salomon Cappadocia Ultra-Trail“) გაეროს ტურიზმის დაჯილდოებაზე უმაღლესი შეფასება მიიღო

კაპადოკიის მარათონმა („Salomon Cappadocia Ultra-Trail“) გაეროს ტურიზმის დაჯილდოებაზე უმაღლესი შეფასება მიიღო

თურქეთში, კაპადოკიაში  ყოველწლიურად ჩატარებულმა ტურნირმა,  „Salomon Cappadocia Ultra-Trail“-მა მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას მიაღწია - მან გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ „მდგრადი სპორტული ტურიზმის საუკეთესო პროექტების“ პირველ დაჯილდოებაზე უმაღლესი შეფასება მიიღო და „სპორტული ტურიზმის საზოგადოებრივ გავლენის“ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.

აღნიშნული მარათონი უკვე 12 წელია ტარდება და ყოველწლიურად 2,000-ზე მეტ მონაწილეს იზიდავს, რომლებიც კაპადოკიის უნიკალურ ბუნებაში ასპარეზობენ. ღონისძიება გამოირჩევა არა მხოლოდ სპორტული მნიშვნელობით, არამედ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ხარისხით, რის გამოც ჟიურიმ მას ყველაზე მაღალი შეფასება მიანიჭა.

პროექტი ორგანიზებულია ტურისტული სააგენტოს, „Argeus Travel & Events“-ის მიერ და მხარდაჭერილია თურქეთის ტურიზმის განვითარების სააგენტოს მხრიდან. საგულისხმოა, რომ  ტურნირის მიერ მიღებული ეს ჯილდო კიდევ უფრო აძლიერებს თურქეთის პოზიციას, როგორც მდგრადი სპორტული ტურიზმის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას მსოფლიოში.

მდგრადი სპორტული ტურიზმის საუკეთესო პროექტები

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ დაწესებული „მდგრადი სპორტული ტურიზმის საუკეთესო პროექტების“ დაჯილდოების ცერემონია მნიშვნელოვან  საერთაშორისო მნიშვნელობას ატარებს.   ის  ჩატარდა  19 მარტს , ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, Formula E-ს მსოფლიო ჩემპიონატის პროგრამის ფარგლებში.

საგულისხმოა, რომ ღონისძიებაზე აღინიშნა საუკეთესო პრაქტიკები და ინოვაციური პროექტები, რომლებიც სპორტისა და ტურიზმის საშუალებით ხელს უწყობს მდგრად განვითარებას. ამასთან, შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და სფეროს ლიდერებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და ახალი თანამშრომლობების დასამყარებლად.

კაპადოკია - საერთაშორისო სპორტული შეკრების ადგილი

„Salomon Cappadocia Ultra-Trail“ კვლავ აერთიანებს სპორტსმენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კაპადოკიის უნიკალურ გარემოში. ეს რეგიონი ცნობილია თავისი გამორჩეული ბუნებითა და კლდოვანი ფორმაციებით. უნდა ითქვას ისიც, რომ აქ არსებული გორემეს ღია მუზეუმი  UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.   

 

 

თურქეთისა და კაპადოკიის პოპულარობის ზრდა

ეს ღონისძიება ყოველწლიურად   როგორც თურქეთის, ისე კაპადოკიის მიმართ ზრდის განსაკუთრებულ ინტერესს. მიღებული საერთაშორისო ჯილდო კიდევ უფრო აძლიერებს მის რეპუტაციას, როგორც მდგრადი სპორტული ტურიზმის ერთ-ერთი ლიდერის  მსოფლიოში.

გაეროს ტურიზმისა და FIA-ს საერთაშორისო ქსელების მხარდაჭერით,  ღონისძიება კიდევ უფრო ფართო ცნობადობას იძენს, რაც მომავალში გაზრდის როგორც თავად მარათონის, ისე თურქეთის ტურისტულ მნიშვნელობას.

თურქეთი და კაპადოკია  -  აქტიური დასვენება მთელი წლის განმავლობაში

თურქეთი    სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მზიან ამინდს, მდიდარ ისტორიასა და მრავალფეროვან სანაპიროებს   სთავაზობს.  სწორედ ამ მრავალფეროვნების გამო ქვეყანა იდეალურ პირობებს სთავაზობს აქტიური დასვენების მოყვარულებს. აქ შესაძლებელია ლაშქრობა, ველოსიპედით მოგზაურობა, თხილამურები, რაფტინგი, პარაპლანით ფრენა, კლდეზე ცოცვა, ასევე სერფინგი და დაივინგი. თურქეთი ფაქტობრივად აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რაც   აქტიურად დასვენებისთვის არის საჭირო.

კაპადოკია, რომელსაც ხშირად ზღაპრულ რეგიონად მოიხსენიებენ, თავისი უნიკალური ლანდშაფტით და ბუნებრივი ფორმაციებით განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს ვიზიტორებს. აქ შესაძლებელია    ხეობების დათვალიერება ცხენით, ვულკანურ ბილიკებზე ლაშქრობა, კლდეში გამოკვეთილი ძველი საცხოვრებლებისა და ეკლესიების ნახვა.. ასევე, ტურისტებს შეუძლიათ ჩაერთონ ტრადიციულ კერამიკის სახელოსნოებში და გაეცნონ მრავალსაუკუნოვან ხელობებს.

 

უახლესი სტატიები