g100.ge

მარნეულის სოფელ შულავერში  მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ორი ადამიანი დააკავეს

მარნეულის სოფელ შულავერში  მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ორი ადამიანი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის ცენტრში, სადაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობა პროდუქციის რეალიზაციის პრობლემის გამო აქციას მართავს, 2 პირი დააკავეს.

Aktual.ge-ს ინფორმაციით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების დროს ო პროტესტის ორი მონაწილე დააკავეს.   
 
პროტესტის მონაწილეები მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვი-ს აქციაზე მისვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გზას გადაკეტავენ.

მათივე თქმით, მერის ნაცვლად ადგილზე მისი წარმომადგენელი მივიდა, თუმცა ეს აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

პროტესტის მონაწილეები პერიოდულად გზის გადაკეტვას ცდილობენ.

უახლესი სტატიები