g100.ge

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დღეს, დღის პირველ ნახევარში, სოფელ მეორე ქოსალო-მარნეულის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  

Aktual.ge-ს ცნობით, Opel-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა, სოფელ მეორე ქოსალოს  მაცხოვრებელმა, რასიმ მამედოვმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა. 55 წლამდე ასაკის მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.

უახლესი სტატიები