12 სექტემბერს, საღამოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სისხლიანი ინციდენტი მოხდა.
Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საკუთარ მარკეტში მყოფ ახალგაზრდასა და მის მეგობრებს თავდაპირველად ორი პირი ფიზიკურად თავს დაესხა — ისინი ხელში ბლაგვი საგნებით იყვნენ შეიარაღებულნი. თავდასხმისას, წინააღმდეგობის გაწევის დროს მაღაზიის მფლობელი ბასრი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
არსებული ცნობით, მხარეებს მანამდეც ჰქონდათ უთანხმოება და ინციდენტი სავარაუდოდ შურისძიების ნიადაგზე მოხდა.
მიღებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ისარგებლეს იმითაც, რომ იმ საღამოს მარნეულის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგია შემწყდარი იყო.
შესაბამისად, მაღაზიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებით ინციდენტის დაფიქსირება ვერ მოხერხდა.
დაჭრილი მამაკაცი მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
Aktual.ge ცდილობს, დამატებითი ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.