მარნეულში მკვლელობა მოხდა.
Aktual.ge-ს ინფორმაციით, მარნეულში, სემედ ვურგუნის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დანით მოკლეს.
სხვა დეტალები უცნობია.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. პოლიციამ შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით შემოფარგლა.
Aktual.ge მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებასა და დეტალების მოძიებას ცდილობს.