სამდღიანი ძებნის შემდეგ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს მცხოვრები, 1943 წელს დაბადებული ფაჰრედ ნამაზოვი, სოფლის მცხოვრებლებმა ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
Aktual.ge-ის ინფორმაციით, ფაჰრედ ნამაზოვი 18 იანვარს, დღის პირველ ნახევარში სანადიროდ გავიდა და მას შემდეგ მასზე აღარავის სმენია. მისი ძებნა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ის დღეს იპოვეს.