მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაპირისპირებისას ორი მამაკაცი დაიჭრა.
Aktual.ge-ს ცნობით, ინციდენტი 13 ივნისს, საღამოს დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, ქორწილამდე ერთი დღით ადრე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მხარეებს შორის უთანხმოება წარმოიშვა.
მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან ინციდენტში გადაიზარდა. ორმა შუახნის მამაკაცმა ერთმანეთი დანით დაჭრა. გაირკვა, რომ ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მეორის კი - სტაბილური.
Aktual.ge ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.