Aktual.ge-ს ინფორმაციით, დღეს დღის მეორე ნახევარში დაახლოებით, 65 წლის მამაკაცი საკუთარ კვების ობიექტში გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე მყოფები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებენ.
Aktual.ge მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.