მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში 20 აპრილს მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 20 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.
Aktual.ge-ს ინფორმაციით, ექიმების მცდელობის მიუხედავად, კლინიკაში გადაყვანილი 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც- "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლი იყო, გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ბოლნისიდან მარნეულის მიმართულებით დიდი სიჩქარით მიდიოდა. მან კონტროლი დაკარგა და სხვა ორ მანქანას, შემდეგ კი გზის ნაპირზე კლდეს მიეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ავტომობილში მყოფმა სხვა მგზავრებმაც. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.