g100.ge

მარნეულში ნოვრუზის ღონისძიება | მერის გადაწყვეტილებით აზერბაიჯანიდან მოწვეული მომღერალი "დამლა" იმღერებს

მარნეულში ნოვრუზის ღონისძიება | მერის გადაწყვეტილებით აზერბაიჯანიდან მოწვეული მომღერალი

ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარნეულში დაგეგმილ საზეიმო პროგრამაში აზერბაიჯანიდან მოწვეული მომღერალი "დამლა" მიიღებს მონაწილეობას.

Aktual.ge-ის ინფორმაციით,   მომღერლის ჩამოყვანა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალა.

არსებული ცნობით,  ტენდერში გამარჯვებული კომპანია, მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის გადაწყვეტილებით, ღონისძიებაზე აზერბაიჯანიდან  მომღერალ "დამლას" მოიწვევს.

ასევე ცნობილია, რომ ნოვრუზის ღონისძიებისთვის მარნეულის მერიის ბიუჯეტიდან მომღერლის გამოსვლისთვის 6 000 დოლარი გამოიყოფა.

აღნიშნული მომღერლის ნოვრუზის საზეიმო პროგრამაში მონაწილეობა ოფიციალურად მარნეულის  მერიას არ დაუდასტურებია, თუმცა ამის შესახებ  ინფორმაცია სოციალურ ქსელებში უკვე გაავრცელეს იმ ხელოვანებმა , რომლებიც დაურ ისმაილოვთან დაახლოებულ პირებად მიიჩნევიან.

უახლესი სტატიები