მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე სასურსათო მაღაზია ,,MM" - ში ძარცვის მიზნით ერთი პირი შეიჭრა.
Aktual.ge-ის ცნობით, დამნაშავე მაღაზიის თანამშრომლებმა იმ დროს შენიშნეს, როცა იგი რამდენიმე ბოთლი ალკოჰოლური სასმელის მოპარვას ცდილობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობის) მუხლით დაიწყო.