მარნეულში ყურბანოვის ქუჩაზე, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემის გაუმართაობა მოსახლეობას ყოველდღიური გადაადგილებისთვის დიდ დისკომფორტს უქმნის.
წვიმის დროს გზა მთლიანად იტბორება და ფეხით მოძრაობა თითქმის შეუძლებელი ხდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უბანში გადაადგილება მხოლოდ ამ ერთი გზით არის შესაძლებელი. მათი თქმით, ძლიერი წვიმის დროს წყალი არა მხოლოდ გზაზე გროვდება, არამედ საცხოვრებელ სახლებშიც შედის, რის გამოც ტექნიკა და ავეჯი ზიანდება.
მოსახლეების განცხადებით, პრობლემის შესახებ ბევრჯერ მიმართეს შესაბამის უწყებებს, თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა. აღნიშნული პრობლემა დაახლოებით 40 ოჯახს აწუხებს.