მარნეულში “ჯეო ჰოსპიტალსის” სამშობიაროში 13 წლის გოგონამ ტყუპები გააჩინა.
წყაროს ინფორმაციით, გოგონა აზერბაიჯანის, მეუღლე კი, საქართველოს მოქალაქე.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა გოგონამ ტყუპები ორსულობის დაახლოებით 30-ე კვირაზე გააჩინა. ახალშობილები დღენაკლულები არიან და მათი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. ერთ-ერთ ახალშობილი გუშინ ღამით გარდაიცვალა. მეორე ახალშობილი კი ამ დროისთვის უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი პროგნოზი უცნობია.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით 13 წლის გოგონა კლინიკიდან გაწერილია და ამჟამად სახლში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს