g100.ge

მარნეულში „Geo Hospitals“-ის კლინიკაში ინციდენტი მოხდა

მარნეულში „Geo Hospitals“-ის კლინიკაში ინციდენტი მოხდა

მარნეულში „Geo Hospitals“-ის კლინიკაში ინციდენტი მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კლინიკის დაცვამ , ალადინ ყარენზადემ (ბოლნისის მაცხოვრებელი) — პაციენტის ახლობელი არ შეუშვა, რადგან შეხვედრის დრო ამოწურული  იყო, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.

გავრცელებული ცნობით, დაცვის თანამშრომელს
მძიმე ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული და ამჟამად, რეანიმაციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.

უახლესი სტატიები