მარნეულში საგზაო შემთხვევამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
Aktual.ge-ს ცნობით, ავარია საღამოს მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მარნეულში საქორწილო სასახლისკენ მიმავალი ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი ავარიაში მოყვა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
ინციდენტის სხვა დეტალები ამჟამად გამოძიების პროცესშია.