მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჯიისაქენდში რამდენიმე დღის მანძილზე, დაკარგული 74 წლის მამაკაცის ცხედარი სარწყავ არხში იპოვეს.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ცხედარი გუშინ შუადღის საათებში იპოვეს. მათ წყლიდან დაუყოვნებლივ ამოიყვანეს სითხით გაბერილი ცხედარი და ადგილზე პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს. ცხედარი ამჟამად, ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ხანდაზმული მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა.
შშს-მ განუცხადა Aktua.ge-ს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.