g100.ge

მედია - ქუვეითში დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

მედია - ქუვეითში დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

ქუვეითში დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას BBC-ი ქუვეითის საინფორმაციო სააგენტოზე (KUNA) დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დრონით დარტყმა მინა ალ-აჰმადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

ქუვეითის ნავთობის ეროვნული კორპორაციის განცხადებით, ხანძარი ლოკალიზებულია.

ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უახლესი სტატიები