g100.ge

მედია - „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ჩრდილოეთ ისრაელში ექვსი ადამიანი დაშავდა

მედია - „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ჩრდილოეთ ისრაელში ექვსი ადამიანი დაშავდა

„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ჩრდილოეთ ისრაელში ექვსი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, „ჰეზბოლას“ მიერ ლიბანიდან გაშვებული რაკეტა ქალაქ ნაჰარიაში ჩამოვარდა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ ჩრდილოეთ ისრაელში ხანძარი გაჩნდა.

უახლესი სტატიები