g100.ge

მოჯთაბა ხამენეი: „აშშ რეგიონში სამხედრო ბაზებს ვეღარ შექმნის, ისრაელის დასასრული კი ახლოვდება“

მოჯთაბა ხამენეი: „აშშ რეგიონში სამხედრო ბაზებს ვეღარ შექმნის, ისრაელის დასასრული კი ახლოვდება“

ირანის ლიდერმა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ ისლამურ ქვეყნებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ აშშ რეგიონში სამხედრო ბაზების შექმნას ვეღარ შეძლებს, ხოლო ისრაელის არსებობის დასასრულის პერიოდი ახლოვდება.


Aktual.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ლიდერმა, ყურბან ბაირამისა და ჰაჯის რიტუალის ორგანიზებასთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით მიმართვაში განაცხადა.

მიმართვაში მოჯთაბა ხამენეიმ ისლამურ ქვეყნებს ერთობლივი თანამშრომლობისა და კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა

„იმისთვის, რომ ისლამური "უმმა" წინ წავიდეს და ისლამური სამყაროს პრობლემების გადაჭრა შევძლოთ, გულწრფელად მოვუწოდებ ყველა ისლამურ ქვეყანასა და მთავრობას მეგობრობისა და თანამშრომლობისკენ“.

ხამენეიმ აღნიშნა, რომ აშშ-მ რეგიონში ძველი გავლენა დაკარგა.

„ამ საკითხში ნათელია, რომ დრო უკან აღარ დაბრუნდება და რეგიონის ხალხები და ტერიტორიები ამერიკული ბაზების საყრდენი აღარ იქნება. რეგიონში ბოროტების ბუდეების შექმნა და სამხედრო ბაზების განთავსება უკვე შეუძლებელია, ხოლო აშშ ყოველდღიურად უფრო შორდება თავის ძველ სტატუსს. ისრაელი კი 25 წელიწადში გაქრება.  ის საკუთარი არსებობის ბოლო ეტაპს უახლოვდება",- განაცხადა მოჯთაბა ხამენეიმ.

უახლესი სტატიები