g100.ge

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.

„მინისტრი სამხედრო თანამშრომლობის, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებისა და რუსული აგრესიის კონტექსტში უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხებს განიხილავს“, - ნათქვამია პოლონეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს შეხვდება.

უახლესი სტატიები