გასულ წელს ქორწინების მიზნით სკოლა ოფიციალურად 26-მა მოსწავლემ მიატოვა. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, დაოჯახების მიზეზით მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ეს მხოლოდ ოფიციალურად აღრიცხული შემთხვევებია. ანგარიშში უარყოფითადაა შეფასებული, რომ პრაქტიკაში კვლავ არ დანერგილა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების შესახებ ერთიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები.
ამასთან, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გაიზარდა არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი, თუმცა შემცირებულია არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა.
კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, ქვეყანაში 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად, აღირიცხა 287 არასრულწლოვანი მშობელი.
„სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, კვალავ იკვეთება ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემა. სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს არასრულწლოვანთა ნიშნობის ან ქორწინების მიზნით დადებული გარიგების კრიმინალიზაციის აუცილებლობაზე, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად, არც 2025 წელს გადადგმულა“, - ნათქვამია ანგარიშშ