g100.ge

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანს „პროვოკაციული ნაბიჯებისგან“ თავშეკავებისკენ მოუწოდებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანს „პროვოკაციული ნაბიჯებისგან“ თავშეკავებისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანს პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

თურქეთის პრეზიდენტმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს.

„ჩვენი გულწრფელი გაფრთხილებების მიუხედავად, კვლავ ხდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც თურქეთთან მეგობრობას დააზიანებს და რომლებიც უკიდურესად პროვოკაციულია“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-ს თავდაცვის სისტემების მიერ მოგერიებული ირანული რაკეტის ზოგიერთი ფრაგმენტი სამხრეთ გაზიანტეპში, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

უახლესი სტატიები