მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, 74-ე უბანზე, დღის პირველ ნახევარში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის შტაბის უფროსი აზად კარიმოვის მდგომარეობა სტაბილურია.
მარნეულის "ავერსის" კლინიკიდან საინფორმაციო პორტალ Aktual.ge-ის განუცხადეს, რომ აზად კარიმოვის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშიში არ არის.
„დაზიანებები მიიღო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა კლინიკის მენეჯერმა მანანა კაპანაძემ.
ცნობისთვის, გაცნობებთ, რომ დღის პირველ ნახევარში მარნეულის სოფელ ყიზილჰაჯილში, 74-ე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც "ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის შტაბის უფროსს, აზად კარიმოვს.