g100.ge

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 206 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 206 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის ტერიტორიაზე 206 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

„გასული ღამის განმავლობაში (მოსკოვის დროით 16 მარტის საღამოს 20:00 საათიდან 17 მარტის დილის 7:00 საათამდე) საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 206 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ცნობით, ყველაზე მეტი, 62 დრონი, ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს. 43 დრონი განეიტრალდა მოსკოვის ოლქის თავზე, მათ შორის 40 უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვისკენ მიემართებოდა.

უახლესი სტატიები