g100.ge

რუსული მედია - რუსეთმა მიმდინარე წვრთნების ფარგლებში ბელარუსში ბირთვული საბრძოლო მასალა გადაიტანა

რუსული მედია - რუსეთმა მიმდინარე წვრთნების ფარგლებში ბელარუსში ბირთვული საბრძოლო მასალა გადაიტანა

რუსეთმა მიმდინარე წვრთნების ფარგლებში ბელარუსში ბირთვული საბრძოლო მასალა გადაიტანა, - ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბირთვული ძალების წვრთნების ფარგლებში, ბირთვული საბრძოლო მასალა ბელარუსის რესპუბლიკაში მდებარე სარაკეტო ბრიგადის პოზიციურ საველე საწყობებში იქნა გადატანილი“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე, უწყების ცნობით, ბელარუსში მიმდინარე წვრთნების ფარგლებში სარაკეტო დანაყოფები ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის „ისკანდერ-მ“-ის აღჭურვის და ფარულად გადაადგილების სამხედრო მომზადების მისიებს ასრულებენ.

ცნობისთვის, რუსეთმა ბელარუსში ბირთვული ძალების მომზადებასა და გამოყენებაზე წვრთნები 19 მაისს დაიწყო, რომელშიც 64 000-ზე მეტი ადამიანი და 7 800-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. სამხედრო წვრთნები დღეს დასრულდება.

უახლესი სტატიები