აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის „რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის“ წარმომადგენლებთან და ბელაქნის რაიონის მუფთთან ერთად, ამავე რაიონის ეთნიკურად ქართველებით დასახლებული სოფელ ითითალას მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართეს.
Aktual.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის ფარგლებში, სოფლის ჯუმა მეჩეთში მუსლიმ ქართველებთან ერთად შუადღის ლოცვის შემდეგ, სტუმრების პატივსაცემად გამართულ სადილს დაესწრნენ.
„სოფლის მცხოვრებლებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს გამოჩენილი ყურადღებისა და სტუმრობისთვის. თავის მხრივ, მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმაც მადლობა გადაუხადეს სოფელ ითითალას მცხოვრებლებს გულთბილი მასპინძლობისთვის და დალოცეს ისინი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.