g100.ge

უკრაინა ევროკავშირისგან 2.8 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინა ევროკავშირისგან 2.8 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინა ევროკავშირისგან 2.8 მილიარდ ევროს მიიღებს, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის მხარდაჭერის პროგრამა - Ukraine Facility-ის ფარგლებში დაახლოებით 2.8 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი.

საბჭოს განცხადებით, აღნიშნული თანხა დახმარების მეშვიდე ტრანშია, რომლის გამოყოფის მიზნით უკრაინამ 20-დან 11 ნაბიჯი წარმატებით შეასრულა.

მოსალოდნელია, რომ უკრაინა ევროკავშირის მიერ გამოყოფილ თანხას ივნისის დასაწყისში მიიღებს.

უახლესი სტატიები