g100.ge

ურეკში ზღვის დინებას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ურეკში ზღვის დინებას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ურეკში ზღვის დინებას გუშინ 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. დაღუპული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს მკვიდრი, ელნურ ნაბიევია.

შემთხვევა გუშინ, ურეკის სანაპიროზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ზღვის დინებამ ოთხი ადამიანი წაიღო. მაშველებმა ოთხივე მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაბა ურეკში მერის წარმომადგენლის, დავით რობაქიძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ახალგაზრდამ ცურვა არ იცოდა და ძლიერი შიშის ფონზე გული გაუჩერდა.

მომხდარის დეტალებს შესაბამისი უწყებები სწავლობენ.

უახლესი სტატიები