აზერბაიჯანელი ხალხი ცნობილია თავისი უძველესი ისტორიითა და კულტურით. მას აქვს უნიკალური ტრადიციები და დღესასწაულები, რომლებიც წლების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ერთ-ერთი ასეთი წეს-ჩვეულება სწორედ ხიდირ ნაბის დღესასწაულია.
ხიდირ ნაბის ბაირამი ტრადიციულად, ყოველწელს 9 და 10 თებერვალს, ან და ზოგიერთ სოფელში 13 და 14 თებერვალს აღინიშნება.
ტრადიციულად, ამ დღეს ყველა ოჯახში გოუდი მზადდება, რაც ოჯახში სიუხვის სიმბოლოს წარმოადგენს.
მას ფქვავენ, ასევე უმატებენ შაქრის ფხვნილს. ამასთან, ამ დღისთვის ამზადებნ აზერბაიჯანული ეროვნულ კერძს- ფლავს, კლავენ მამალს, ამზადებენ ფასალისა და სხვა ტრადიციულ ტკბილეულებს, რომლებსაც შემდგომ აზერბაიჯანულ ჩაისთან ერთად სუფრაზე აწყობენ და მიირთმევენ.
აღნიშნული დღესასწაული ბუნების გამოღვიძებისა და აღორძინების დაწყებასთანაა დაკავშირებული. წყაროებში ხიდირ ნაბი წარმოდგენილია როგორც „წყლის, ქარისა და ჰაერის მფარველი“
ეს არის უძველესი ტრადიცია, რომელსაც თითქმის ყველა თურქულენოვანი ხალხი აღნიშნავს.
ამ ტრადიციის თანახმად, ზამთრის დღეები სრულდება, გაზაფხული მოდის და ბუნების სუნთქვა იგრძნობა, რა დროსაც ხიდირ ნაბის დღესასწულს ბარაქა მოაქვს ყველა ოჯახისთვის.