ქუთაისში მომხდარი სროლის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.