g100.ge

2026 წლის პირველ კვარტალში თურქეთს 9.2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია

2026 წლის პირველ კვარტალში თურქეთს 9.2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია

2026 წლის პირველ კვარტალში თურქეთს 9.2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია 

2026 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში თურქეთში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა და 9.2 მილიონს მიაღწია. ამავე პერიოდში ქვეყანამ ტურიზმიდან 9.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ასევე 4.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე  ისაუბრა სტატისტიკურ  მონაცემებზე. მისი განცხადებით, რეგიონული დაძაბულობისა და გეოპოლიტიკური პროცესების მიუხედავად  ტურიზმის სექტორი მაინც ზრდას ინარჩუნებს. 

„დღეს გლობალურად საკმაოდ სენსიტიურ პერიოდში ვიმყოფებით. რეგიონული დაძაბულობა, გეოპოლიტიკური პროცესები, კონფლიქტების უარყოფითი გავლენა და ამის შედეგად საერთაშორისო მოგზაურობის დინამიკაში ცვლილებები - ეს არის მთავარი ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს ტურიზმის სექტორზე. კრიზისები ჩვენს რეგიონში ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება, თუმცა გადამწყვეტია, როგორ ვმართავთ საქმიანობას ასეთ პერიოდებში. 
გასულ წელსაც მსგავსი გლობალური პროცესებისა და რეგიონული გაურკვევლობების წინაშე ვიდექით, თუმცა ამის მიუხედავად, 2025 წელი დავასრულეთ 64 მილიონი ვიზიტორით და 65.2 მილიარდი დოლარის ტურისტული შემოსავლით. ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ თურქეთი არა მხოლოდ ძლიერი ტურისტული მიმართულებაა, არამედ მას აქვს კრიზისების მართვის დიდი შესაძლებლობა. 
წელსაც იმავე მიზანდასახულობით ვაგრძელებთ მუშაობას.   მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 4.2%-ით გავზარდეთ და 9.2 მილიონს მივაღწიეთ, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ასევე 4.2%-ით გაიზარდა და 9.9 მილიარდი დოლარი შეადგინა",-განაცხადა მეჰმედ ნური ერსოიმ.

უახლესი სტატიები