g100.ge

28 ივნისს პატრიარქი, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს

28 ივნისს პატრიარქი, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს

28 ივნისს, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აბიტურიენტებს დალოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

"2026 წლის 28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აბიტურიენტებს დალოცავს", - წერია განცხადებაში.

უახლესი სტატიები