g100.ge

FIS-ის სნოუბორდის მსოფლიო თასი ერზურუმში გაიმართება

FIS-ის სნოუბორდის მსოფლიო თასი ერზურუმში გაიმართება

თურქეთი  აგრძელებს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობასა და სპორტული ტურიზმის განვითარებას. ზამთრის სეზონში, ამ მხრივ,  ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ქალაქ ერზურუმს, სადაც  პალანდოკენის სათხილამურო ცენტრი მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ერზურუმი  თურქეთში ზამთრის სპორტისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად ითვლება და ის 2026 წელსაც მნიშვნელოვან შეჯიბრებებს უმასპინძლებს.

ერზურუმი 2025 წელს ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ECO) ტურიზმის დედაქალაქად დაასახელა. გარდა ამისა, ის ACES-ის (ევროპის დედაქალაქებისა და სპორტის ქალაქების ფედერაციის) მიერ აღიარებულლ იქნა  ზამთრის სპორტის დედაქალაქად.  პალანდოკენი ცნობილია გრძელი ტრასებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საოცარი სათოვლო პირობებით, რაც საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

ამ წლის მთავარი მოვლენა კი,   FIS-ის სნოუბორდის მსოფლიო თასი იქნება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სნოუბორდისტებს ერზურუმში შეკრებს.

მსოფლიო დონის სნოუბორდისტები პალანდოკენში შეიკრიბებიან

FIS-ის სნოუბორდის მსოფლიო თასი 2026 წლის 6–8 მარტს პალანდოკენის სათხილამურო ცენტრში გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 300 სპორტსმენი 20 ქვეყნიდან.  

ზამთრის ფესტივალი და გასართობი ღონისძიებები

პალანდოკენში 12–15 თებერვალს ასევე გაიმართება ყინულის ფესტივალი, რომლის ფარგლებში სტუმრებს ელოდებათ მუსიკა, DJ-ების შოუები, ღამის ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, იოგა, ყინულის ქანდაკებების შექმნა  და სხვადასხვა გასართობი აქტივობები.

ერზურუმი – მეტი, ვიდრე სათხილამურო კურორტი

ერზურუმი მხოლოდ ზამთრის სპორტით არ არის ცნობილი. ქალაქში შეგიძლიათ მოინახულოთ ბუნებრივი და ისტორიული ადგილები, მათ შორის ჩანჩქერები, ტბები, ძველი მეჩეთები და ისტორიული შენობები.  იხილეთ მოკლე სია მოგზაურებისთვის, რომლებსაც  სურთ  ქალაქის      ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების შესწავლა.

 

  • ეწვიეთ თორთუმის ჩანჩქერს (Tortum Waterfall), რომელიც თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ჩანჩქერს წარმოადგენს.
  • დაათვალიერეთ ნარმანის ფერიების ბუხრების (Narman Fairy Chimneys) შთამბეჭდავი კლდოვანი წარმონაქმნები და ისპირის  შვიდი საოცარი  ტბა  (Seven Lakes of İspir).
  • მოინახულეთ მნიშვნელოვანი ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის ულუს მეჩეთი,   იაკუთიეს მედრესე (Yakutiye Madrasa) და "სამი საფლავი" (the Three Tombs).
  • დატკბით ქალაქის პანორამული ხედებით აზიზიეს (Aziziye Bastion) და მეჯიდიეს ბასტიონებიდან (Mecidiye Bastion).
  • დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები, მათ შორის "ჩაღ ქაბაბი" (cağ kebab ), შეშის ცეცხლზე  შამფურზე შემწვარი შეკაზმული ხორცი და   დესერტი კადაიფის დოლმა (kadayıf dolma).

უახლესი სტატიები