g100.ge

Reuters - პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში კეიკო ფუხიმორი ლიდერობს

Reuters - პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში კეიკო ფუხიმორი ლიდერობს

პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში კეიკო ფუხიმორი ლიდერობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პერუს ეროვნულმა სარჩევნო ორგანომ, ONPE-მ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების დათვლის პროცესი დაასრულა.

ბოლო მონაცემებით, არჩევნებში კონსერვატორმა კეიკო ფუხიმორიმ ხმების 50.135%, ხოლო მისმა მეტოქემ მემარცხენე რობერტო სანჩესმა 49.865% მოიპოვა.

ხმების 100%-ით დათვლას პერუ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილი, კეიკო ფუხიმორი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „პერუ წესრიგისა და იმედის გზაზე დაბრუნებას უახლოვდება“.

პერუს ეროვნული საარჩევნო ორგანო გამარჯვებულს ოფიციალურად 3 ივლისს გამოაცხადებს.

უახლესი სტატიები