„TEKNOFEST" ჩატარდება ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში. TEKNOFEST, იგივე ტექნოლოგიური ფესტივალი მიზნად ისახავს ინოვაციების შემოტანას ტექნოლოგიების სამყაროში, რისთვისაც მან კონკურსი გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ კონკურსი პირველად ტარდება.
ამის შესახებ საინფორმაციო პორტალ Aktual.ge-ს თურქეთის საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიების ორგანიზაციიდან აცნობეს.
კონკურსის შესახებ განცხადებაში წერია:
"ჩატარდება სხვადასხვა ტიპის კონკურსები, ესენია - TEKNOFEST Robolig Blue Homeland Competition, TEKNOFEST TRNC Research Project Competition და HackMasters Blue Homeland Competition. აღნიშნული კონკურსები პირველად იმართება 2025 წელს. იგი დიდი სიახლე იქნება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამყაროში. ამ კონკურსზე მიღება უკვე დაწყებულია.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 15 იანვარია.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ და შემდეგ განავითარონ თავიანთი პროექტები. ამ ორგანიზაციაში გუნდებისთვის სულ 2,5 მილიონი ლირის ჯილდო და 3 მილიონი ლირის ფინანსური მხარდაჭერა იგეგმება.
კონკურსის დეტალები
"TEKNOFEST 2025-ის ფარგლებში ჩასატარებელი კონკურსები იძლევა შესაძლებლობას წარმოადგინოთ ინოვაციური იდეეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ დარგში.TEKNOFEST TRNC კვლევითი პროექტების კონკურსში, რომელიც პირველად გაიმართება, წარმოდგენილი იქნება TRNC-ის პრობლემების მოგვარების ინოვაციური იდეები სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში.
მფრინავი მანქანების სიმულაციის კონკურსში მოსალოდნელია, რომ გუნდები განავითარებენ ავტონომიურ ფრენას, სტრატეგიულ მენეჯმენტს და საჰაერო ტრანსპორტის ინოვაციურ იდეებს სიმულაციურ გარემოში. TEKNOFEST-ის დრონების შეჯიბრის TRNC სცენა ავიაციის მოყვარულებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.
TEKNOFEST Robolig-Mavi Vatan კონკურსი გუნდებს შესაძლებლობას მისცემს განავითარონ რობოტიკისა და პროგრამირების უნარები, ხოლო HackMasters Mavi Vatan Competition შექმნის შესაძლებლობას მათთვის, ვისაც სურს აჩვენოს საკუთარი უნარები კიბერუსაფრთხოების სფეროში“, - წერია ინფორმაციაში.