g100.ge

სტამბოლში YTB-ის ორგანიზებით საერთაშორისო მედია-ტრენინგი ჩატარდა

მსოფლიო - 2026/07/14 15:09
სტამბოლში YTB-ის ორგანიზებით  საერთაშორისო მედია-ტრენინგი ჩატარდა

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების სააგენტოს (YTB) ორგანიზებით, სტამბოლში, იბნ ჰალდუნის სახელობის უნივერსიტეტში მედია-ტრენინგი გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის წარმომადგენლები და YTB-ის სტიპენდიის პროგრამის მონაწილე ახალგაზრდები შეიკრიბნენ.

Aktual.ge-ის ინფორმაციით, ხუთდღიანი სასწავლო პროგრამის („მედია/ჟურნალისტიკა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ფილმების წარმოება“) ფარგლებში, პირველ დღეს მონაწილეებს მედიაწიგნიერების, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კონტენტის შექმნისა და პროდიუსინგის თემებზე ტრენინგები ჩაუტარდათ.

ასევე, პროგრამის ფარგლებში თურქეთის ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი, იბრაჰიმ ქიღილი, სიტყვით გამოვიდა და მონაწილეებს მედიის სფეროში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა.

ამასთან, Fokus Plus-ის მედია ჯგუფის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მედიაწიგნიერების, კონტენტის შექმნისა და მედიის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარეს.

პროგრამის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ფილმების წარმოების მიმართულებით თურქმა სპეციალისტებმა, ჰალის ბათალმა და აჰმედ თარილ ბილგემ, მონაწილეებისთვის პრაქტიკული ტრენინგები ჩაატარეს.

ტრენინგის პირველი დღე Fokus Plus-ის მაუწყებლობის კოორდინატორის, თარიქ ქავრაზის, პრეზენტაციით დასრულდა, რომელიც საერთაშორისო ჟურნალისტიკის თანამედროვე გამოწვევებსა და გლობალური მედია გარემოს საკითხს ეხებოდა.

უახლესი სტატიები