g100.ge

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და იმედს, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა ყველაზე დიდი საფრთხეა - დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და იმედს, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა ყველაზე დიდი საფრთხეა - დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება

ყველაზე დიდი შეცდომა დღეს არის ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან მხოლოდ ფასს და „იმედს“, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა — არის ყველაზე დიდი საფრთხე. მთავარი ფაქტი (რაც აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ), დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება, - წერს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე 7 აპრილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებილ პოსტში.

„დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — სრული სიმართლე: ეფექტურობა, რისკები და რეგულაცია

„ყველაზე დიდი შეცდომა დღეს არის ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან მხოლოდ ფასს და „იმედს“, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს.

მედიცინაში რისკის დამალვა — არის ყველაზე დიდი საფრთხე.“

❗მთავარი ფაქტი (რაც აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ)

დიუშენის მკურნალობა = არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება

ყველა წამალს აქვს: შეზღუდული ეფექტი, სერიოზული გვერდითი ეფექტები, განსხვავებული რეგულაციური სტატუსი (FDA vs EU)

1. Elevidys (გენოთერაპია)

FDA: დამტკიცებულია (შეზღუდულად)

EU (EMA): არ არის დამტკიცებული

ფასი: ~3.2 მილიონი დოლარი (ერთჯერადი)

გვერდითი ეფექტები (ძალიან მნიშვნელოვანი): მწვავე ღვიძლის დაზიანება, ჰოსპიტალიზაცია, დაფიქსირებულია სიკვდილის შემთხვევები, მიოკარდიტი (გულის ანთება), მიოზიტი (კუნთის ანთება), იმუნური რეაქციები.

FDA უკვე იძიებს ამ შემთხვევებს და დაამატა მკაცრი გაფრთხილებები

ძალიან მნიშვნელოვანი: ეს თერაპია არ არის ყველა პაციენტისთვის, არ არის სრულად უსაფრთხო, არ არის „სასწაული გამოსავალი“.

2. Duvyzat (givinostat)

FDA: დამტკიცებულია (2024)

EU: დამტკიცებულია

ფასი: ~700,000$/წელიწადში

გვერდითი ეფექტები: დიარეა, გულისრევა / ღებინება, თრომბოციტების შემცირება (სისხლდენის რისკი), ცხიმების მატება სისხლში, სიცხე.

3. Agamree (vamorolone)

FDA: დამტკიცებულია (2023)

EU: დამტკიცებულია

ფასი: ~50,000–100,000$/წელიწადში

გვერდითი ეფექტები: ჰორმონალური დარღვევები (Cushing-like), წონის მატება, ფსიქიკური ცვლილებები (აგრესია, შფოთვა), იმუნიტეტის დაქვეითება, ინფექციების რისკი, ადრენალური უკმარისობა.

4. Exon-skipping პრეპარატები (Exondys, Vyondys და სხვ.)

FDA: დამტკიცებულია (Accelerated approval)

EU: ძირითადად არ არის დამტკიცებული

ფასი: ~300,000 – 1,000,000+$/წელიწადში

გვერდითი ეფექტები: ინფექციები, ხველა, სიცხე, თირკმლის გართულებები, ინექციის ადგილზე რეაქციები, ღებინება, გამონაყარი, სახსრების ტკივილი.

                                                      <div>
                                                          </div>
                        </div>
                        <!-- Share -->
                        <div class= Share:

უახლესი სტატიები