დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში მკვლელობა მოხდა.
Aktual.ge-ს ცნობით, დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, შუახნის მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა.
ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
საინფორმაციო პორტალი Aktual.ge ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.