g100.ge

კუბაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კუბაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კვირას, კუბის  სანაპიროებთან  6.8  მაგნიტუდის  მიწისძვრა მოხდა, მატერიალური ზიანი მიადგა რამდენიმე რეგიონს.

ძლიერი  მიწისძვრა  ქალაქ  ბარტოლომე მასოს სამხრეთით 39 კმ-ში, ადგილობრივი დროით შუადღეს დაფიქსირდა, მანამდე, ერთი საათით ადრე იგივე ტერიტორიაზე 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

"იყო მეწყერი, დაზიანდა სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები", - განაცხადა კუბის პრეზიდენტმა მიგელ  დიაზ-კანელმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ზარალის ოდენობას ადგენს.

სახელმწიფო გამოცემა Cubadebate-ის მიერ გამოქვეყნებული გრანმას პროვინციის სურათებში ნაჩვენებია დაბზარული შენობები და ნანგრევები.  კუბის ეროვნული სეისმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის, ენრიკე დიეგო არანგო არიასის თქმით, პილონის მუნიციპალიტეტმა "მნიშვნელოვანი ზიანი" მიიღო.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას