g100.ge

მარნეულში დაკარგული ხანდაზმული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულში დაკარგული ხანდაზმული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სამდღიანი ძებნის შემდეგ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს მცხოვრები, 1943 წელს დაბადებული ფაჰრედ ნამაზოვი, სოფლის მცხოვრებლებმა ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

Aktual.ge-ის ინფორმაციით, ფაჰრედ ნამაზოვი 18 იანვარს, დღის პირველ ნახევარში სანადიროდ გავიდა და მას შემდეგ მასზე აღარავის სმენია. მისი ძებნა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ის დღეს იპოვეს.

უახლესი სტატიები