მარნეულში, ტაბიძის ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი 65 წლის ქვეითს დაეჯახა.
შემთხვევა დაახლოებით, ღამის 22:30 -ზე მოხდა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მიღებული ინფორმაციით, ხანდაზმული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
მძღოლი ადგილზე დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.