დღეს, 16 აგვისტოს საღამოს, მარნეულში, ლესელიძის ქუჩაზე ქალმა საქმრო ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა, არსებული ცნპბოთ, ასევე დაჭრილია საქმროსთან ერთად მყოფი სხვა ქალიც.
Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის მოზეზად ეჭვიანობას განიხილავენ. ადგილობრივი მაცცოვრებლები საუბრისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ დეტალები არ იციან.
წინასწარი ვერსიებით, ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ახალგაზრდა გოგონამ საქმრო და მასთან ერთად მყოფი ქალი დაჭრა. მეორე ვერსიით კი, ბიჭმა საკუთარი თავი დაიჭრა. ორივე დაშავებული მარნეულში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
ამჟამინდელი ინფორმაციით, პოლიციას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია. ინციდენტის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოღობილი და ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
Aktual.ge ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.