დღეს, შუადღის საათებში, მარნეულის ბაზრის ტერიტორიაზე 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცს ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა, რის შემდეგაც იგი მოულოდნელად წაიქცა და თავი იქვე არსებულ ქვას მიარტყა. შედეგად კი, გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, თუმცა ექიმებმა მამაკაცის გონზე მოყვანა ვერ შეძლეს.
არსებული ცნობით, გარდაცვლილი ქალაქ მარნეულში ცხოვრობდა.