მარნეულში პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ინიციალებით, ა.გ. დააკავა. შსს-ს ცნობით, ის კრიმინალური ავტორიტეტის სახელით მცირე ბიზნესით დაკავებულ მოქალაქესა და მის ოჯახს ემუქრებოდა და 4 000 აშშ დოლარს სთხოვდა.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.