g100.ge

პოლიციამ მარნეულში გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

პოლიციამ მარნეულში გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

მარნეულში პოლიციამ  გამოძალვის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ინიციალებით,  ა.გ. დააკავა. შსს-ს ცნობით, ის კრიმინალური ავტორიტეტის სახელით მცირე ბიზნესით დაკავებულ მოქალაქესა და მის ოჯახს ემუქრებოდა და 4 000 აშშ დოლარს სთხოვდა.

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უახლესი სტატიები