რუსთავი–ლილოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მსხდარი ერთი ახალგაზრდა მამაკაცი და ორი შუახნის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს.
ავტოავარიაში კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი მონაწილეობდა — მისი მგზავრები არ დაშავებულან. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები;