g100.ge

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

20:00 საათზე საქართველოში დაიხურა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნები. ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობისთვის უბნებზე მათ დახურვამდე მივიდნენ, ხმის მიცემას შეძლებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველად შედეგებს, სავარაუდოდ, 22:00 საათისთვის გამოაცხადებს. ცნობილი გახდება ამომრჩეველთა აქტივობაც.

17:00 საათისთვის აქტივობა 50.6% იყო, რაც ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ხმა მისცა 1 768 816-მა ამომრჩეველმა. წინა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 17:00 საათისთვის აქტივობა 45.77% იყო.

უახლესი სტატიები