g100.ge

ისრაელში ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ისრაელში ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქ ფეთახ თიკვაში 34 წლის ქალი, რომელსაც რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თელ-ავივში კი 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მსუბუქად დაშავდა.

The Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანულ რაკეტას კასეტური ბომბის ქობინი ჰქონდა, რის გამოც ბომბები ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა.

უახლესი სტატიები

„დეილი ჯგუფი
საზოგადოება - 2026/05/04 12:13

„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივ„დეილი ჯგუფი" პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფასას „შენთვის შერჩეული": ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას